მსურს, მოლდოვა ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო – ლიზ ტრასი

“მსურს, მოლდოვა ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო” – აცხადებს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი The Telegraph-თან ინტერვიუში.

“მსურს, მოლდოვა ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო. ეს არის დისკუსია, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ მოკავშირეებთან, – აღნიშნა ლიზ ტრასმა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს, უკრაინის დედაქალაქ კიევში განცდილი მარცხის მიუხედავად, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, უფრო „დიდი რუსეთი“ შექმნას.

„პუტინმა აბსოლუტურად მკაფიოდ აჩვენა თავისი ამბიციები, შექმნას უფრო დიდი რუსეთი – ის რომ კიევის აღების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, არ ნიშნავს, რომ მან ამ ამბიციებზე უარი თქვა“, – აღნიშნა ლიზ ტრასმა.