მტერი გარღვევას კვლავ 3 მიმართულებით ცდილობს – ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთი სამი მიმართულებით ცდილობს უკრაინული დაცვის გარღვევას.

მისივე ცნობით, ბოლო დღეებში ფრონტზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

“რუსები გარღვევას კვლავ სამი მიმართულებით ცდილობენ: იზიუმი, ზაპოროჟიე და ხერსონი”,– ამბობს არესტოვიჩი და აღნიშნავს, რომ მტერს მნიშვნელოვანი წინსვლისთვის არ მიუღწევია.

“ავიაციასა და არტილერიაში დამპყრობლების უპირატესობა მათ არ აძლევთ საშუალებას, შეასრულონ მათ წინაშე მდგარი სამხედრო და პოლიტიკური ამოცანები. რა სახის ამოცანაა ეს – მტერს უნდა, მიაღწიოს ხერსონის, ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებს”,– განმარტავს არესტოვიჩი.

მისივე ინფორმაციით, ფრონტზე პაუზებია, მაგალითად, იზიუმის მიმართულებით ეს 4 დღის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა ეს არ ნიშნავს საომარი მოქმედებების შეწყვეტას.

“უბრალოდ ინტენსივობა შემცირდა. ეს იმის გამოა, რომ იქ სამ სამეთაურო პუნქტს დავარტყით და ეს ყოველთვის დამაბნეველია. ასევე, ოკუპანტებმა განახორციელეს გარკვეული როტაცია და უკვე გამოფიტული არიან – უზარმაზარ ზარალს განიცდიან“, – განაცხადა ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა.