მტერმა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებში საომარი მოქმედებები 3-ჯერ გაზარდა – ზალუჟნი

მტერმა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებში საომარი მოქმედებები 3-ჯერ გაზარდა – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლმა  ვალერი ზალუჟნიმ.

“განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება, რომელიც დაძაბული, მაგრამ კონტროლირებადია. მოწინააღმდეგემ სამჯერ გააძლიერა საომარი მოქმედებების ინტენსივობა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე – ყოველდღიურად 80-მდე შეტევაა. ჩვენი ჯარისკაცების სიმამაცისა და ოსტატობის წყალობით ვინარჩუნებთ თავდაცვას“, – თქვა ზალუჟნიმ.

მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფრონტზე ყოველდღიურად 80-მდე თავდასხმა ხორციელდება.