მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ტრაილერი ხეს დაეჯახა – დაშავებულია 1 ადამიანი

სანაპიროსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული სანაპიროზე ტრაილერი სავარაუდოდ ხეს შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

შინაგან საქმეთა სამინისტოს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.