“ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყებოდა და ამისთვის ვემზადებოდით.

ჩვენ აშკარად გვესმოდა, რომ პირველი თვე გარდამტეხი იქნებოდა. ჩვენ მოვახერხეთ მტრისთვის სტრატეგიული ინიციატივის ჩამორთმევა, კრიტიკული დანაკარგების მიყენება და ვაიძულეთ, მიეტოვებინა მთავარი მიზანი – კიევის აღება.

დღეს ჩვენ უბრალოდ თავს არ ვიცავთ, არამედ განვახორციელეთ არაერთი წარმატებული კონტრშეტევა. მოვახერხეთ ხარკოვისა და ნიკოლაივის განბლოკვა, ბრძოლები ხერსონის მიმართულებით გრძელდება”

განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ვალერი ზალუჟნიმ.