მყისიერი ოკუპაციის საფრთხის ქვეშ ვართ, მიუხედავად ამისა, გაბედული ნაბიჯები გადავდგით უკრაინის მხარდასაჭერად – ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკანიანი აცხადებს, რომ საქართველო ახლა მყისიერი ოკუპაციი საფრთხის ქვეშ იმყოფება და მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან გაბედული ნაბიჯები გადადგა უკრაინის მხარდასაჭერად. ამის შესახებ ზალკანიანმა “იმედის” ეთერში ისაუბრა.

“უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ნაბიჯებია ქვეყნისთვის, რომელიც, სხვა, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან შედარებით, უნიკალურ, განსხვავებულ სიტუაციაშია. ჩვენ არც უსაფრთხოების რაიმე გარანტიები გვაქვს და არც ნატოს მე-5 მუხლი გვიცავს. პირიქით, ვართ მყისიერი ოკუპაციის საფრთხის ქვეშ, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ – სულ რამდენიმე კილომეტრში განლაგებულ რუსეთის საოკუპაციო ჯარებთან ერთად ვცხოვრობთ. მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან გაბედული ნაბიჯები გადავდგით უკრაინის მხარდასაჭერად”, – განაცხადა  დავით ზალკალიანმა “იმედის” ეთერში.