მშვიდობას ვუსურვებ უკრაინელებს, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ – კალაძე

“მშვიდობას ვუსურვებ უკრაინელებს, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ “- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

”ყველას კარგად მოგეხსენებათ უკრაინის მიმართ ჩემი დამოკიდებულება, გარკვეული ურთიერთობები, განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს ამ ქვეყანასთან და ამ მიზეზის გამოც არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გამოვხატო ჩემი პოზიცია იმ პროცესების შესახებ, რომლებიც უკრაინის გარშემო ვითარდება.

უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხი არიან და აქედან გამომდინარე ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, საფრთხის ქვეშ არ დადგეს უკრაინაში მშვიდობა. უკრიანაში ომის არდაშვება უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა შეუძლია. ჩვენი ძალისხმევა სწორედ აქეთკენაა მიმართული და, რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს.

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე უკრაინის საზღვრებთან არსებულ დაძაბულობაზე”- განაცხადა კალაძემ.