ბატონებო, მძიმე პროვოკაციას გეგმავთ, ვიცით ამის შესახებ, განსაკუთრებით ქალი დეპუტატების მხრიდან და გაფრთხილებთ, რომ უპასუხოდ არ დარჩება ეს მძიმე პროვოკაცია.

არ შეიძლება ასეთი მეთოდები, თქვენ რასაც გეგმავთ, ასეთი სიბინძურის გაკეთება, არც მოფიქრება და არ დაგეგმვა არ შეიძლება და დანარჩენი ვნახოთ.

მიმართა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას პლენარულ სხდომაზე, სადაც აგენტების შესახებ რუსულ კანონპროექტებს განიხილავენ. ქართული ოცნება მოტყუებით, 9 მარტის ნაცვლად დღეს განიხილავს რუსულ კანონს. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.