„მწვანე ზონის“ სტატუსს ასე მარტივად არ დავთმობთ – თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს “მწვანე ზონის” სტატუსი არ დაუკარგავს.

„ ჩვენ არ დაგვიკარგავს „მწვანე ზონის“ სტატუსი. ესაა ჩვენი მონაპოვარი, რომელსაც ასე მარტივად არ დავთმობთ. ჩვენი ქმედებები გამოიხატება იმაში, რომ როგორც ეს პანდემიის პირველი დღიდან ხდებოდა, ადეკვატურად, ეფექტურად და სწრაფად ვრეაგირებთ. ადრე მთავარი ვირუსის გავრცელების სწრაფი პრევენცია იყო, ახლა მთავარია, რომ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ, ისე რომ თითოეული შემთხვევა ლოკალურად მართვადი იყოს, ისე რომ ეკონომიკა არ დავაზარალოთ. ჩვენ ამას მოვახერხებთ“,-განაცხადა მინისტრმა.