მხარეებს მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ განმუხტონ სიტუაცია – ეუთოს თავმჯდომარე

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას სიტუაცის დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

“შეშფოთებით ვადევნებ თვალს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, კვლავ მოვუწოდებ მხარეებს, დაუყოვნებლივ განმუხტონ სიტუაცია, გააგრძელონ დიალოგი და იმოქმედონ ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებებით იმისთვის, რომ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი დაიცვან,“- წერს ან ლინდე ტვიტერზე.