ნადირაძე სააკაშვილის კახექსიის დიაგნოზს ადასტურებს

კლინიკა “ვივა მედის” დირექტორი ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტს კახექსიის დიაგნოზი აქვს. მისი თქმით, დიაგნოზი ბოლო პერიოდში დასვეს, თუმცა არ დაუზუსტებია რომელ რიცხვში. მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისგან გათავისუფლების საქმეზე დღეს, 3 თებერვალს, სასამართლოში კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე გამოკითხეს.

„500 კილოკალორიაზე რომ არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მცირე 1500 კალორიაზე მეტი უნდა მიიღოს, რა თქმა უნდა, ბოლოს დაემატა კახექსიის დიაგნოზი. მაგრამ ამავე დროს, ჩემი ექიმები კატეგორიულად უარყოფენ მალაბსორბციას და შეწოვის პრობელმას. რასაც ჭამს პაციენტი, იმას ირგებს.მას საცივიც უყვარს, ახალ წელს მშვენივრად მიირთვა, ხაჭაპურიც უყვარს, ყოველდღე რომ შემოგაქვს ერთი ცალი მოხარშული კვერცხი და ოთხი ცალი სალათის ფოთოლი, დადებით შედეგს ვერ მიიღებ,“ – ამბობს ნადირაძე.