“რაც შეეხება ბატონ ნავალნის, დიახ, მან ეს სიცოცხლე დატოვა. ეს ყოველთვის სამწუხარო მოვლენაა. თუმცა ჩვენ სხვა შემთხვევებიც გვქონია, როცა დაპატიმრებული პირები კვდებოდნენ. განა აშშ-ში ეს არ მომხდარა? მომხდარა, არაერთხელ.[…]სხვათა შორის, რაღაცას გეტყვით, ეს მოულოდნელი იქნება: ბატონი ნავალნის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მე ზოგიერთმა კოლეგამ, არა ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, მითხრეს, რომ არსებობს ნავალნის დასავლეთში პატიმრობაში მყოფ ზოგიერთ ადამიანში გაცვლის იდეა. გინდ დამიჯერეთ, გინდ არა… ადამიანს, რომელიც მელაპარაკებოდა, ფრაზაც არ ჰქონდა დასრულებული, ვუთხარი თანახმა ვარ-მეთქი. მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა. მხოლოდ ერთი [პირობით] დავთანხმდებოდი: რომ მას გავცვლიდით და აღარ დაბრუნებულიყო, ყოფილიყო იქ. მაგრამ ასეც ხდება, ვერაფერს გააკეთებ, ასეთია ცხოვრება.”

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა პირველად ახსენა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი.