ნათელაშვილი: ვისაც პარლამენტში შეეპარა ფეხი, დატოვოს ეს ბოროტების სასახლე

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საკანონმდებლო ორგანოში შესულ ოპოზიციონერებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს.

ის პარლამენტის “ბოროტების სასახლეს” უწოდებს.

“მინდა მოვუწოდო პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრს: დადგა ჟამი, როდესაც, როგორც მერაბ კოსტავა იტყოდა, უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველო გვიყვარს ჩვენს თავში და არა – ჩვენი თავი საქართველოში. ვინც არ შევედით პარლამენტში გავაგრძელოთ ეს პოზიცია და ფეხი არ შევდგათ იქ, ხოლო ვისაც შეეპარა ფეხი, დაუყოვნებლივ დატოვოს ეს ბოროტების სასახლე, დაგვიბრუნდეს, შემოგვიერთდეს და შემოდგომაზე ივანიშვილის რეჟიმის ნასახი და ნაკვალევიც აღარ იქნება პოლიტიკურ სივრცეში”, – განაცხადა ნათელაშვილმა.