ნათია თურნავა ეკონომიკის 6.1%-ით შემცირებას “მსოფლიო ტრენდით” ხსნის

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა 2020 წელს ეკონომიკის 6.1%–ით შემცირებას “მსოფლიო ტრენდით ხსნის”.

მისი თქმით, ეპიდემიის მეორე ტალღამ ეკონომიკას “დაღი დაასვა”.

“როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც მთელ მსოფლიოში ხდება ნეგატიურ ზრდაზე გვაქვს საუბარი. წინასწარი პროგნოზით ეკონომიკა 6%-ით შემცირდება ეს საკმაოდ მძიმე მაჩვენებელია, რა თქმა უნდა, თუმცა ეს არის მსოფლიო ტრენდის ნაწილი. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვქონდა გარკვეული, ისეთი, მე ვიტყოდი გაჯანსაღება სხვათაშორის, რომელიც იყო სხვა ქვეყნების ფონზე პოზიტიური სიგნალი სექტემბერში, ოქტომბერში, მაგრამ ბოლო კვარტლის ვითარებამ, კერძოდ მეორე ტალღამ და მძიმე ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ, ისევე როგორც ჩვენს რეგიონს, ისევე როგორც ევროკავშირს, ასევე საქართველოს ეკონომიკას თავისი დაღი დაასვა. საბოლოო ჯამში შედეგი არის უფრო მძიმე, ვიდრე ჩვენ თავიდან ვპროგნოზირებდით”,– თქვა თურნავამ.

საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.9% შეადგინა