ნათია თურნავა მინისტრის პოსტს ტოვებს, მას ლევან დავითაშვილი შეცვლის

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს, მას კი ამ პოსტზე სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი შეცვლის.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მინისტრის პოსტს ოთარ შამუგია დაიკავებს. ის ამ დრომდე დავითაშვილის მოადგილე იყო.