ნამახვან ჰესის საწინააღმდეგო აქციაზე, მანქანებიდან იარაღი და “დუბინკები” ამოვიღეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტო აცხადებს, რომ წყალტუბოს რაიონში, სოფელ ჟონეთთან, სადაც ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, პოლიციამ ორი ავტომობილი გაჩხრიკა.

უწყების ცნობით, ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოღებულია ვინჩესტერის მოდელის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორე ავტომობილიდან ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი, ე.წ. „დუბინკა“.

“პოლიციამ ჩამორთმევის შემდეგ მფლობელებს განუმარტა რომ აღნიშნული ნივთები აქციის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებოდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს”,– წერს სამინისტრო განცხადებაში.