კობა ძიძიგური, გიორგი მორგოშია – ვინ არიან კონსერვატიული პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები

კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურმა 7 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

  • ვაკის მაჟორიტარული ოლქი — ჟურნალისტი და პედაგოგი ხათუნა საგინაშვილი;
  • ქუთაისის მაჟორიტარული ოლქი — პედაგოგი თეა ერგემლიძე;
  • ბათუმის მაჟორიტარული ოლქი — სამართალმცოდნე, იურისტი ნატალია ძიძიგური;
  • სამტრედია, ხონი, ვანი, წყალტუბოს ოლქი — კობა ძიძიგური;
  • ფოთი, ხობი, სენაკის მაჟორიტარული ოლქი — ფოთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, კონსერვატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, მერის ყოფილი მოადგილე თემურ წურწუმია;
  • გლდანის მაჟორიტარული ოლქი — კონსერვატიული პარტიის წევრი და იურისტი გია ბენიძე;
  • ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქი — ახალგაზრდა კონსერვატორების წევრი, გიორგი მორგოშია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.