ნატო ჩხეიძე მოძრაობის “სახელმწიფო ხალხისთვის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გახდა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისათვის” თავმჯდომარე გახდა.

ამის შესახებ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერ, ნიკა მაჭუტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ გავხდით საპარლამენტო პარტია ქალბატონი ნატოს მეოხებით და ამისთვის მას დიდი მადლობა.

დიდი მადლობა მას და მის მეუღლეს ბატონ ზაზა ოქუაშვილს ასევე იმ დამსახურებისთვის, რაც მათ მიუძღვით ქართული ოპოზიციისა და ქართული დემოკრატიული საზოგადოების წინაშე იმ დიდ საქმეში, რომელსაც ჰქვია ოლიგარქიის დამარცხება და ქართული სახელმწიფოს აღდგენა”, – თქვა ნიკა მაჭუტაძემ.

ნატო ჩხეიძის განცხადებით, მან მოძრაობისგან მიიღო შემოთავაზება, რომ ყოფილიყო მათი პოლიტიკური ლიდერი:

“იმის გამო, რომ ეს მოძრაობა არის დიდი და მძლავდი გაერთიანების წევრი, რომელსაც ჰქვია “ძალა ერთობაშია” და რომელსაც ძალუძს ამ ცუდი მთავრობის შეცვლა და გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში უკვე მოახერხა მან, რომ მთელი რიგი თემები დაეთმობინებიდა ივანიშვილის რეჟიმისათვის”,- თქვა ჩხეიძემ.

ის 2018 წლამდე პატრიოტთა ალიანსის წევრი იყო, თუმცა შემდეგ გუნდი დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა.