“ნაციონალების დამცველია, სახალხო დამცველი არ არის. კონკრეტულად რა მანიპულაცია სჭირდება [სააკაშვილს] და რას ვერ უკეთებენ? რამე სჭირდება და არ უკეთებენ? დაიწყოს მერე ჭამა, უნდა დაიწყოს ჭამა. ყველა პატიმარმა რომ შიმშილი დაიწყოს და მოითხოვოს, გადამიყვანეთო, რა არის? არაჩვეულებრივი პატიმარია? მერე რა საქართველოს მე-3 პრეზიდენტია, რომელსაც უამრავი დანაშაული მიუძღვის ჩვენი ერის წინაშე. ძალიან ბევრი დანაშაული. სახალხო დამცველის დასკვნას არ ვენდობი, მაქვს მაგის უფლება. იმიტომ, რომ ძალიან ბევრ საკითხებზე არ ამოუღია ხმა სახალხო დამცველს. იცით, ვინ შიმშილობს? ელენე ხოშტარია. [მიხეილ სააკაშვილის] ათასნაირი გადაპრანჭული შიმშილობა, კარგით, რა…”

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მთავარ არხთან საუბრისას. ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექპერტთა ჯგუფმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვით, რეკომენდებულია მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანა “ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს”.