“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან, ექვსს ოპოზიციის კანდიდატებს დაუთმობს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“ენმ თმობს თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვს მაჟორიტარულ ოლქს. ამით ჩვენ ვდემონსტრირებთ, რომ ენმ არ გამოდის ვიწროპარტიული ინტერესიდან და არ იბრძვის საკუთარი პარტიული რეზულტატის გაუმჯობესებისთვის… ხვალინდელი დღიდან ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო კამპანიას იწყებს თბილისის ორ რაიონში – სამგორი და გლდანის რაიონი და იწყებს ბრძოლას გამარჯვებისთვის,” – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2020 წლის არჩევნებზე, მაჟორიტარულ ნაწილში ოპოზიციის მიერ საერთო კანდიდატების დასახელების მომხრეა.
მელია ამბობს, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თბილისშია, თუმცა ამავდროულად, აღნიშნავს, რომ ენმ პატივს სცემს სხვა პარტიების გადაწყვეტილებას, რომლებიც საკუთარი კანდიდატებით არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ.