“ნაციონალური მოძრაობა” 14 ოქტომბერს თბილისში მასშტაბურ აქციას გამართავს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 14 ოქტომბერს თბილისში, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ მასშტაბურ აქციას გამართავს – ამის შესახებ, პარტიის თავჯდომარემ, ნიკა მელიამ ზუგდიდში მიმდინარე ”ნაციონალური მოძრაობის” მდუმარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. აქციის მთავარ მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იქნება.

“4 ოქტომბერს, 18:00 საათზე, იმდენი უნდა შევიკრიბოთ, როგორც არასდროს, გავლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ. მთავარი მიზეზი შეკრების რა არის – ჩვენი, ცალკე აღებული ნაციონალური მოძრაობის ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი იქ არ იყოს, სადაც მისი ადგილი არ არის. ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს და გაიგოს, რომ ასე არ არის ბიძინა ივანიშვილო – ვისაც გინდა დაიჭერ, ჩასვამ და შენი ბინძურ პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ. ამიტომ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ თარიღს​. 6 საათზე – თავისუფლების მოედანზე, 14 ოქტომბერს. უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.