ნაცისტებო, ჭორიკნებო, თახსირებო! ფეხბურთზე არ ვყოფილვარ, მეძინა! – სტურუა

რეჟისორი რობერტ სტურუა ფეისბუქზე წერს, რომ გუშინ საქართველო-მაკედონიის მატჩს არ დასწრებია.

“NAZIსტებო, ჭორიკნებო, თახსირებო! 12 ნოემბერს ფეხბურთზე არ ვყოფილვარ! მეძინა! 1981 წლიდან ფეხბურთზე არ დავდივარ… რომ ვყოფილიყავი, ეს გიჟები ნამდვილად დამხვრეტდენ” – წერს სტურუა.

საქართველო-მაკედონიის თამაშზე გულშემატკივრები არ დაუშვეს, თუმცა სტადიონზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი კახა კალაძე შვილთან ერთად, ირაკლი კობახიძე, ლევან კობიაშვილი, მსახიობი ზურაბ ყიფშიძე და სხვები. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში მომხმარებლები წერდნენ, რომ თამაშს რობერ სტურუაც ესწრებოდა.