ნაცის ადგილზე, მე კაცობაზე არ ვილაპარაკებდი. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი რომ ლიდერი ჰყავთ – და ბიძინა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებთან პოლემიკაში არ შევიდოდი. ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ ზოგიერთ მათგანს 18-20 წლამდე დედ-მამის გარეშე ეზოში არ უშვებდნენ. ჰოდა, მწამებლები ახლა რა კაცობაზე გველაპარაკებიან – თუ ქვეყანაში რაიმე არაკაცური არსებობს, მათი დანერგილია. სხვა ბიჭების რომ ეშინოდათ, სადარბაზოებში მარტო ვერ ჩადიოდნენ. ბოლო-ბოლო, რა კაცობასა და ვაჟკაცობაზე გველაპარაკებიან, კვირაზე მეტია, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ სიტყვა ვერ დავაცდევინეთ და ვერ გაემიჯნენ. საერთოდ რომელ კაცობაზე და რას ამბობენ.

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ენმ-ის წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებას.