ნაცი ყოველთვის იქნება ნაცი და ნაცი ყოველთვის იქნება კაცი და თავისი სიტყვის პატრონი – და არა ისეთი მატყუარა და გადამგდები, როგორიც ბიძინა ივანიშვილის პარტია და მთელი მისი შემადგენლობაა. ხელისუფლება, რომელიც იმ დაპირებებით მოვიდა, რომ მოსახლეობას უკეთესი ცხოვრება უნდა ჰქონოდა – დღეს კი ვხედავთ გაღარიბებულ ხალხს, საწვავსა და პროდუქტებზე გაზრდილ ფასებს.

ხელისუფლება, რომელიც ხალხს არ ემსახურება, დამარცხებას იმსახურებს. მინდა, მამუკა მდინარაძესა და მთელ ქართულ ოცნებას მივმართო: ისინი ქართველ ხალხთან უკვე დამარცხებული არიან. უბრალოდ, ეს გადაწყვეტილება არჩევნებზე დადასტურდება, როცა ივანიშვილის პარტიის მმართველობა დასრულდება.

ასე უპასუხა ერთანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ბოტკოველმა ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას.