ნაცმოძრაობა და პატრიოტთა ალიანსი ერთად აკეთებენ რუსულ საქმეს საქართველოში – კობახიძე

ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და პატრიოტთა ალიანსი რუსულ საქმეს აკეთებენ.

“სწორედ ეს აერთიანებთ მათ და სწორედ ამის გამო სხედან ერთ მაგიდაზე. ვგულისხმობ ნაცმოძრაობას, მის სატელიტებს, პატრიოტთა ალიანსს და ბურჯანაძეს. ისინი არიან გაერთიანებული რუსული საქმის გარშემო”,– ამბობს კობახიძე.

მისივე განცხადებით, პატრიოტთა ალიანსის დაფინანსების საკითხს აუდიტის სამსახური შეისწავლის.

“რა თქმა უნდა დაუშვებელია ზოგადად შავი ფულის ტრიალი ქართულ პოლიტიკაში და მითუმეტეს, რუსული ფულის ტრიალი. მე რამდენადაც ვიცი აუდიტის სამსახურის ფუნქციაა ამ საკითხების შესწავლა და დაველოდოთ”,– თქვა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

მანვე აღნიშნა, რომ ქართული ოცნება კოალიციას არ შექმნის ნაციონალურ მოძრაობასთან და მის სატელიტებთან ერთად, ასევე პატრიოტთა ალიანსთან და ნინო ბურჯანაძესთან.