”ნიკა გვარამიას დაჭერა ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. ნერვებს უშლიდათ და დაიჭირეს. რასაც გვარამიას ედავებიან ყოველი მეორე ჩინოვნიკი იმას აკეთებს. ლამის ყველა ჩინოვნიკი თავის გემოზე, საკუთარი ოჯახის ინტერესებისთვის იყენებს სახელმწიფო მანქანებს. მაგათ რატო არ იჭერენ?”

ასე ეხმაურება, პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას სოციალურ ქსელში.