“ნესტიანი წინდის თოჯინა ადამიანის სახით” – მასკი ბაიდენზე

Bloomberg-ის ცნობით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საკუთარ თავს “მანქანის ბიჭს” უწოდებს და თვლის ელექტრომობილები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური და კლიმატური ამბიციებისთვის. თუმცა ის არ საუბრობს TESLA-ზე, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ავტომწარმოებელსა და გლობალურ ბრენდზე, რომელიც ყველაზე აშკარად ასოცირდება ელექტრომობილებთან.

General Motors-ის თავმჯდომარესთან და აღმასრულებელ დირექტორთან, მერი ბარასთან შეხვედრის შემდეგ, ბაიდენმა Twitter-ში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ტესლა არ ახსენა.

“ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვთქვი, რომ მომავალი სწორედ აქ, ამერიკაში შეიქმნებოდა. კომპანიები, როგორიცაა GM და Ford, ქმნიან უფრო მეტ ელექტრო მანქანას აქ, სამშობლოში, ვიდრე ოდესმე შექმნილა”,- დაწერა ბაიდენმა ტვიტერზე.

აშშ-ს პრეზიდენტის ტვიტს გამოეხმაურა ელონ მასკი:

“იწყება T-ით. მთავრდება A-თი, შუაკში კი არის ESL”,- მიმართა მასკმა და ბაიდენს უწოდა “ნესტიანი წინდის თოჯინა ადამიანის სახით”.