“ბევრი მეკითხება ჩემს პოლიტიკურ გეგმებზე – რას აპირებ, ან რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, ან რატომ 5 ნომერი. როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ფოთში უნდა წამოვსულიყავი, ნიკა [მელია] შემომთავაზა, რომ იქნებ ნეიტრალური ნომერი აიღოო, რაზეც მე ვთქვი უარი. ვთქვი უარი იმიტომ რომ არ არის დრო ყალბი კეკლუცობის, კომპლექსების ტირაჟირების, არამედ არის ბრძოლის, ბრძოლის და მხოლოდ ბრძოლის დრო. არ არის დრო, ავარჩიოთ, ის ნომერი მინდა, ის ნომერი მინდა, სულ ერთია, ის ნომერი უნდა იყოს, რომელიც გამარჯვებას მოიტანს, რომელიც განვითარებას მოიტანს, დაამარცხებს ოლიგარქიას. იქნება ეს 5 ნომერი? იყოს 5 ნომერი. იქნება ეს სხვა ნომერი? იყოს სხვა ნომერი.

მთავარია, რომ ოლიგარქია დამარცხდეს. მთავარია, რომ ფოთი გახდეს ავანგარდი, ფოთიდან ადამიანი არ მიდიოდეს, ფოთში პოულობდეს სამსახურს. მთავარია, რომ ამ ულამაზეს ქალაქში პერსპექტივა გაჩნდეს. ამიტომ მთავარი, მეგობრებო, არის ის, რომ დღეს ჩვენ როგორც არასდროს, შევდივართ ზეპარტიულ ბრძოლაში”

განაცხადა ოპოზიციიდან ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულვამ მის წარდგენაზე.