ნიკა მელიას გათავისუფლებამდე ენმ-ი მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შექმნილ შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, მანამ სანამ პარტიის თავჯდომარე ნიკა მელია არის ციხეში. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებენ ენმ-ის პრესსამსახურში.

ენმ-ის წევრმა, სალომე სამადაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა, როგორც “ინდივიდუალური პარლამენტის წევრი”.