ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსი, სერგი კაპანაძე ეხმიანება ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ვერ ხედავს თავს იმ გუნდში, სადაც ვანო მერაბიშვილი იქნება.
კაპანაძის თქმით, ვანო მერაბიშვილი ახლაც ნაციონალურ მოძრაობაშია და აქტიურ კამპანიას ატარებს.
“ვანო მერაბიშვილის ადგილი ამ წუთში არის ნაციონალურ მოძრაობაში, ყველამ კარგაც ვიცით. ის აქტიურ კამპანიას ეწევა, მის სოციალურ მედიას თვალყურს ვადევნებთ, ვიცით როგორი აქტიურია, ვიცი რას აკეთებს. ამიტომ ის არის ნაციონალურ მოძრაობაში, ასევე ნიკა მელიაც. ამიტომ ნიკას პიზიცია ჩემთვის გასაგებია, ოღონდ რეალობა არის ამ წუთში სხვა. ეს ნაციონალური მოძრაობის შიდა საქმეა და იმედია როგორღაც გაერკვევიან”,- ამბობს მელია ტვ პირველის ეთერში.
ცნობისთვის, გუშინ ენმ-ს გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თავს ვერ ხედავს იმ გუნდში, სადაც ვანო მერაბიშვილი იქნება. მისი თქმით, მერაბიშვილმა გააკეთა ბევრი რამ, რაც ანტიკონსტიტუციური იყო.