ნიკა მელია დააკავეს

სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე , ნიკა მელია დააკავა.

სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს.

პეცდანიშნულების რაზმი  იმ ოთახში შევიდა, სადაც ნიკა მელია მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება.

სპეციალური დანიშნულების რაზმმა ოთახში ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს და ნიკა მელია დააკავეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს სახანძრო კიბე მიადგეს, რომლითაც სპეცრაზმი იმ სართულზე შევიდა, სადაც ნიკა მელია იმყოფებოდა. პარტიის ოფისში იმყოფებოდნენ პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები.

პარტიის ოფისში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, ჰქონდათ ინფორმაციას, რომ მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმები, მზადება მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმისთვის . ისინი ამბობდნენ, რომ სპეცრაზმს მშვიდობიანად შეხვდებოდნენ.