Efma და მასტერქარდი 2021 წელს, პირველად გამოავლენენ წლის საუკეთესო SME ბანკს
და საუკეთესო SME ბანკირს. დაჯილდოებაში Efma-მ თიბისი და თიბისის გენერალური
დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი წარადგინა.
თიბისი წლის საუკეთესო SME ბანკის ნომინაციაში მსოფლიოში ისეთ დიდ და
წარმატებულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორისაა წარდგენილი, როგორებიცაა: Barclays
UK, Banco Itau Brazil, Swedband Sweden, და ა.შ. ხოლო ნიკა ქურდიანი – წლის
საუკეთესო SME ბანკირებს შორის დასახელდა, სულ ნომინირებულია 7 კანდიდატი
მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდან.
დაწესებული ჯილდოები მსოფლიოს SME ინდუსტრიის ყველაზე ინოვაციურ მოთამაშეს
გადაეცემა, შესაბამისად, ეს აღიარება დაეხმარება ინსტიტუტებს, წარმოჩინდნენ
გლობალურ ინოვაციურ ლიდერებად.
კატეგორიაში „საუკეთესო SME ბანკირი“ კანდიდატები მცირე და საშუალო ბიზნეს
ინდუსტრიაში გაწეული სამუშაოსა და ისეთი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩნენ,
როგორებიცაა ინოვაციები, ბიზნეს ინიციატივები, ბიზნესის შედეგები და ა.შ. ასევე,
მხედველობაში მიიღეს ფინანსური ინსტიტუტის ზომა, ბაზრის წილი და ბაზარზე
არსებობის ისტორია.
„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა Efma-ს და მასტერქარდის მიერ ნიკა ქურდიანის
საუკეთესო SME ბანკირის, ხოლო თიბისის საუკეთესო SME ბანკის ნომინაციაში
დასახელება. ამით ევროპის ფინანსებისა და მარკეტინგის ასოციაცია ერთგვარად აფასებს
იმ ინოვაციებს და ბიზნეს ინიციატივებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა
ინსტიტუტებმა დანერგეს ბაზარზე მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისთვის.
ასეთ მსხვილ და გავლენიან ბანკებს შორის თიბისის დასახელება არის იმის აღიარება,
რაც ნიკა ქურდიანმა და თიბისის გუნდმა დაუღალავი შრომის შედეგად გააკეთეს მცირე
და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 2020 წელს,“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის
გენერალური დირექტორი.
ნიკა ქურდიანი თიბისიში მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებას 2015 წლიდან
უძღვება. მანამდე მან სხვადასხვა პოზიციაზე იმუშავა UniCredit Group-ში ავსტრიაში,
თურქეთსა და ყაზახეთში. ამჟამად ის, ასევე, იკავებს TBC Uzbekistan-ის
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას.
გამარჯვებული ონლაინ ხმის მიცემით გამოვლინდება. ხმის მიცემა 28 იანვრამდე შემდეგ
ლინკზე efma.com გარძელდება.