ნიკოლოზი გაბრაზებულზე ჩემს შვილს საბანკო ბარათს უბლოკავდა, კარგ ხასიათზე – უხსნიდა – ბასილაშვილის ყოფილი სიდედრი

ნიკოლოზი ჩემ შვილს დამამცირებლად ექცეოდა, გაბრაზებული საბანკო ბარათს უბლოკავდა, კარგ ხასიათზე – უხსნიდა – ერთხელ სახლიდან ხალათით და ჩუსტებით გააგდო-  ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი სიდედრის, მაკა სიმონიშვილის ჩვენებით, ერთ-ერთი ინციდენტის შემდეგ, ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილი სახლიდან „ხალათითა და ჩუსტებით გააგდო“.

„ნელიმ ნიკოლოზს უთხრა, შენ რომ ტურნირზე წახვალ, კურსებს გავივლი და პროფესიულად განვვითარდებიო. ამას ნიკოლოზის მხრიდან დამცინავი ღიმილი მოჰყვა – მომინდომა ბიზნესვუმენობა, ბავშვს მიხედეო და ა.შ. ეს რაც შეეხება სტამბოლში ყოფნას და იქ გადამხდარ ინციდენტებს…

ერთხელ ჩემმა ქალიშვილმა დამირეკა, მოვედი და ტაქსის ფული ჩამომიტანეო. გამიკვირდა, თავისი მანქანით რატომ არ იყო, პიჟამით და ჩუსტებით გადმოვიდა მანქანიდან. რა ფორმაში ხარ-მეთქი, ნიკოლოზმა გამომაგდო სახლიდანო. იქ სახლში ნიკოლოზი და ნელი იყვნენ, მოვიდა მისი მამაო, მივესალმე და პასუხიც არ გამცაო, არც დამშვიდებიაო და გამიკვირდაო. ნიკოლოზისთვის უკითხავს, რატომ მოიქცა ასეო, რასაც ნიკოლოზის მხრიდან მოჰყოლია ასეთი რეაქცია, მამაჩემს და დედაჩემს როცა უნდათ, მაშინ დაგელაპარაკებიანო, ნელისთვის მკლავში ხელი მოუკიდია და გარეთ გაუგდია, იქიდან მოვიდა ჩემთან“, – განაცხადა სიმონიშვილმა.

მაკა სიმონიშვილ თქმით, თუ მისი ყოფილი სიძე ცუდ ხასიათზე იყო, ცოლს საბანკო ბარათებს უბლოკავდა, ხასიათის გამოსწორების შემდეგ კი, ბლოკს ხსნიდა.

„ნამტირალევიც მინახავს, თუმცა, მალავდა, რაც მათ შორის ხდებოდა, არ მეუბნებოდა. რა ინციდენტებიც მოხდა, ჩემ მეუღლესთან არ გამიჟღერებია, არ მინდოდა ზედმეტად დაძაბულიყო სიტუაცია, მოგეხსენებათ, მამისთვის შვილის შეურაცხყოფა როგორია… რომ გაბრაზდებოდა, საბანკო ბარათებს უბლოკავდა. აფთიაქში, ბავშვისთვის საჭირო ნივთები იყიდა და ვერ გადაიხადა, რადგან ბარათი დაბლოკილი იყო, ეს ხშირად ხდებოდა. თუ ნიკოლოზი ხასიათზე არ იყო, ან რაღაც ეწყინებოდა, ბარათს დაუბლოკავდა, ხასიათზე რომ მოვიდოდა, ბლოკს მოუხსნიდა“, – განაცხადა სიმონიშვილმა.