ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის გამარჯვებული გახდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებულია. ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში მსოფლიოს მე-13 ჩოგანი, ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი 7:6, 6:2 დაამარცხა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მთელი გათამაშება წარმატებით ჩაატარა. მეოთხედფინალში მან ლეგენდარული როჯერ ფედერერი, ნახევარფინალში კი ამერიკელი ტაილორ ფრიცი დაამარცხა.

ბასილაშვილი ამ გამარჯვებით 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს და მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდება.