ნინო გიორგობიანი მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად ნინო გიორგობიანი დაინიშნა. ამის შესახებ ის საკუთარ Facebook–ზე წერს.

აქამდე გიორგობიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავება.

“მეგობრებო, უკვე დავინიშნე მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად-დიდი მადლობა პრემიერ მინისტრს ამ ნდობისათვის.

ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო წლების განმავლობაში მემუშავა შინაგან საქმეთა სამინისტროში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ყოველთვის დავრჩები ამ უწყებების გულშემატკივარი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს, იმ შესაძლებლობისთვის, რომ მასთან ერთად წლების განმავლობაში მემუშავა.

ვახტანგ გომელაური არის ღირსეული ადამიანი, საუკეთესო ხელმძღვანელი და საუკეთესო მეგობარი-კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას. აქვე ვიტყვი, რომ ისევე როგორც აქამდე, ახლაც 24 საათის განმავლობაში მზად ვარ მედიასთან კომუნიკაციისთვის”,– წერს გიორგობიანი.