ნიუ-იორკი საგანგებო მდგომარეობას აუქმებს.მოსახლეობის 63% აცრილია

ნიუ-იორკის შტატში, პანდემიის დროს დაწესებული საგანგებო მდგომარეობა დღეს გაუქმდება. განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ გააკეთა.

კუომო ამბობს, რომ შტატში ვაქცინაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და აღარ არსებობს საჭიროება არსებობდეს საგანგებო მდომარეობით გათვალისწინებული წესები. ნიუ-იორკმა კოვიდ19-ის გამო, საგანგებო მდგომარეობა გასული წლის მარტში გამოაცხადა.

ნიუ-იორკში უკვე მოხსნილია მანამდე არსებული შეზღუდვებიც. შტატი სრულად 15 ივნისს გაიხსნა. ეტაპობრივი გასნის პროცესი მაისში დაიწყო. ენდრიუ კუომო აღნიშნავს, რომ საგანგებო მდგომარეობის მოხსნა ადგილობრივ მთავრობას საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად მიიღოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საჭირო ზომები.

ამ დროისთვის, ნიუ-იორკში მოსახლეობის 71% კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა აქვს მიღებული, ხოლო 63 პროცენტი სრულად არის აცრილი.

წყარო: ამერიკის ხმა