ნონა მამულაშვილი ამბობს, რომ გიორგი ხელაშვილმა “ნაბიჭვარი” უწოდა

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ნონა მამულაშვილი ამბობს, რომ ოცნების დეპუტატმა შეურაცხყოფა მიაყენა.

“აი ამ გავრილოვის მონამ დღეს საგარეო კომიტეტის სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში არ მოსვლის მიზეზი ვიკითხე, ნაბიჭვარი მიწოდა. ეს არის ოცნების რეალური სახე, ზიზღით, ბოღმით და აგრესიით სავსე!”,– წერს ის Facebook-ზე.

მამულაშვილი აპირებს, შეურაცხყოფის გამო პარლამენტის ეთიკის კომისიას მიმართოს.