ნორვეგია რუსული გემებისა და სატვირთო მანქანებისთვის, პორტებსა და საზღვრებს კეტავს

ნორვეგია დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს უერთდება და რუსული გემებისა და სატვირთო მანქანებისთვის პორტებსა და საზღვრებს კეტავს. შესაბამის განცხადებას, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

სანქციები არ გავრცელდება რუსულ თევზსაჭერ ხომალდებზე, რომლებიც ხშირად თავიანთ ნადავლს ჩრდილოეთ ნორვეგიის პორტებში ტვირთავენ. ასევე არ გავრცელდება ნორვეგიის არქტიკულ არქიპელაგზე, შპიცბერგენზე, რომელზეც უცხოური ქვეყნების წვდომას 1920 წლის შეთანხმებას არეგულირებს.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნორვეგიის არქტიკული არქიპელაგი სვალბარდი, რომელზედაც უცხოური ქვეყნების წვდომას 1920 წლის შეთანხმება არეგულირებს, ასევე, გათავისუფლდება სანქციებისგან.