ნუცუბიძეზე ქვეითს ავტომობილი დაეჯახა – კაცი ადგილზე გარდაიცვალა

თბილისში, ნუცუბიძეზე მომხდარ ავტოსაგზალ შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა.

80 წლამდე კაცს, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა, ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.