ნუცუბიძის ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში აფეთქება მოხდა

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, გაზი აფეთქდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არავინ დაშავებულა და აფეთქებას ხანძარი და ნგრევა არ მოჰყოლია. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.