“მე მინდა მოგიყვანოთ თქვენი პრემიერმინისტრის ციტატა ინტერვიუდან, რომელიც მან ტელეკომპანია იმედს მისცა. „ევროპარლამენტმა საკუთარ თავს მიხედოს. ნუ გვკარნახობს, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ისინი ცდილობენ, რომ საქართველო ომში ჩაითრიონ“. მე აქ კიდევ მაქვს უამრავი ციტატა და შემიძლია წავიკითხო ყველა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, ეს კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარეა და ჩვენი მოგონილი არ არის. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენი დისკუსია იწვევს პოლარიზაციას საქართველოში, მინდა გირჩიოთ, რომ ნუ აბრალებთ სხვებს, ჩაიხედეთ სარკეში”

ასე მიმართა, ევროპარლამენტარმა, მარია კალიურანდმა, ”ქართულ ოცნებას” და  პრემიერ ღარიბაშვილის ანტიდასავლური რიტორიკა გაიხსენა.