ოდესაზე საჰაერო თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, უკრაინაში საპორტო ქალაქ ოდესაზე საჰაერო თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა,  18 კი დაშავდა.  მისი თქმით, დაღუპულთა შორის არის 3 თვის ბავშვი

“დაღუპულთა შორის იყო სამი თვის ბავშვი. ბავშვი, რომელსაც პირველი აღდგომა მშობლებთან ერთად უნდა აღენიშნა. არაფერი წმინდა. აბსოლუტურად. ბოროტება დაისჯება”,- წერს ერმაკი ტელეგრამზე.

“დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები. არ გააზიაროთ ფოტოები და ვიდეოები. არ დაეხმაროთ მტერს. ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს”. – ვკითხულობთ უკრაინის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლის Telegram არხზე.