ოდესაში მყოფ შარლ მიშელს დაბომბვის გამო თავშესაფარში გადასვლა მოუწია – BBC

BBC-ის ინფორმაციით, ოდესაში მყოფ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელი სარაკეტო დარტყმების გამო თავშესაფარში გადასვლა მოუწია.

ევროკავშირის ოფიციალური პირის თქმით, შარლ მიშელი უკრაინის პრემიერმინისტრს, დენის შმიგალს ხვდებოდა, რა დროსაც მხარეები იძულებული გახდნენ, შეხვედრა შეეწყვიტათ და თავშესაფარში გადასულიყვნენ. ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრას ვიდეოზარით ესწრებოდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ოდესაში დღეს ჩავიდა. ეს მიშელმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.