ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს – აშშ-ს ელჩი უკრაინაში

ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს – წერს  უკრაინაში აშშ-ს ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი Twitter-ზე.

“აღმაშფოთებელი. რუსეთი საპორტო ქალაქ ოდესას თავსესხმის სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 24 საათზე ნაკლებ დროში.  კრემლი აგრძელებს საკვების იარაღად გამოყენებას. რუსეთმა უნდა აგოს პასუხი”, – წერს ელჩი.

ცნობისთვის, ექსპორტზე შეთანხმების მიუხედავად, რუსებმა ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. სამხრეთის სარდლობის ცნობით, რუსეთმა ოდესის  სავაჭრო პორტს “კალიბრის” ტიპის საკრუიზო რაკეტები ესროლა. უკრაინის სახალხო დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს თქმით ოდესის ცაზე საჰაერო ბრძოლა მიმდინარეობს.