ოზურგეთში “ქართული ოცნების” წევრები 5კგ მაკარონს არიგებენ

ოზურგეთში, “ქართული ოცნების” აქტივისტები მოქალაქეებს 5 კილოგრამ მაკარონს ურიგებენ.

ერთ-ერთი ადგილობრივი მთავარ არხთან საუბრისას ამბობს, რომ ამბობს, რომ პროდუქტი მერმა გამოგზავნა.

“საარჩევნოდ გამოაგზავნა მერმა.. დამიძახეს და არ გვაქვს ცელოფანიო და მიმაქვს ცელოფანი. მაკარონია მოსულიო და წაიღეო, ყველას დაურიგეს”,- ამბობს ოზურგეთში მცხოვრები.

ეს ქართული ოცნების მიერ პროდუქტის დარიგების პირველი ფაქტი არ არის. რამდენიმე კვირის წინ პარტია ქობულეთში მოსახლეობას ბოსტნეულს ურიგებდა.