ოთარ ფარცხალაძის ძმას პატიმრობა შეეფარდა

ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

სამართალდმაცავებმა ფარცხალაძის ძმა ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მას პირადი ჩხრეკისას 1 აბი “სუბოქსინი” აღმოუჩინეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.