ოთხმა რუსულმა გამანადგურებელმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

შვედეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, 2 მარტს ოთხმა რუსულმა გამანადგურებელმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვია. შემთხვევა ბალტიის ზღვის თავზე, კუნძულ გოტლანდის ახლოს მოხდა.

უწყების ცნობით, მიმდინარე მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ შემთხვევას ძალიან სერიოზულად უდგებიან.

შვედეთის თავდაცვის მინისტრმა რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევას „მიუღებელი“ უწოდა.