ოკუპანტების მიერ დაკავებული მწყემსები თავისუფლები არიან

რუსი ოკუპანტების მიერ, სოფელ ახალუბნიდან გატაცებული მწყემსები თავისუფლები არიან. თამაზ ფსიტიძე და ვაჟა სრესელი საოკუპაციო რეჟიმმა მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც  ევროკავშირის ცხელი ხაზი ამოქმედდა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ფორმულას განუცხადეს, ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი. გატაცებული მწყემსები მალევე დაბრუნდნენ ე.წ. საზღვრის აქეთ ტერიტორიაზე.