ოკუპანტები აზოვსტალზე დიდ ქიმიურ შეტევას ამზადებენ – დეპუტატი

მარიუპოლის საკრებულოს დეპუტატმა ალექსანდრე ლაშინმა განაცხადა, რომ ოკუპანტები ამზადებენ ქიმიურ თავდასხმას აზოვსტალის ქარხნაზე. მისი ინფორმაციით, თავდასხმა 11 მაისს იგეგმება.

მისი თქმით, მტერს სურს უკრაინელი ჯარისკაცების აზოვსტალის ქარხნიდან გამოდევნა.

“ახლა გავიგე, მარიუპოლელებს დაუკავშირდნენ, რომ აზოვსტალზე დიდი ქიმიური შეტევა მზადდება 11 მაისს, მარიუპოლში კი ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებენ, ხვალიდან არ გამოვიდნენ ქუჩაში, რადგან უნდათ ჩვენი გმირი ბიჭების გამოყვანა აზოვსტალიდან…“,– თქვა მან Unian-ის ცნობით.

ცნობისთვის, აზოვსტალის ქარხანაში კვლავ რჩებიან უკრაინელი სამხედროები. აზოვის პოლკის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, მოხდა თუ არა ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების სრული ევაკუაცია. ისინი მოუწოდებენ უკრაინის ხელისუფლებას გადამწყვეტი მოქმედებებისკენ და მებრძოლების ევაკუაციისკენ.