ოკუპანტები აზოვსტალის ქარხანაში შეიჭრნენ – УКРАИНСКАЯ ПРАВДА

უკრაინული მედია “”УКРАИНСКАЯ ПРАВДА” წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მარიუპოლში, აზოვსტალში რუსი სამხედროები შეიჭრნენ. ქარხანაში რჩებიან უკრაინელი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა.

აზოვსტალზე თავდასხმა გუშინ დაიწყო, ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილის ევაკუაციის შემდეგ.

მედიის ცნობით, ოთხშაბათს რუსები შეიჭრნენ ქარხანაში, რომელიც მანამდე ავიაციამ დაბომბა.

მათივე ინფორმაციით, აზოვსტალში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, უკრაინელ მებრძოლებთან დაკავშირება კი ვერ ხერხდება.